რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს, დაღუპულია 8 ადამიანი.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსსა და პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს შევჩენკოვსკისა და კიევის რაიონებს.
რუსული დაბომბვის შედეგად, დაიღუპა 8 მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა 17 პირი, მათ შორის არის 9 წლის ბავშვი.