უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ დონბასში ბრძოლებმა მაქსიმალურ ინტენსივობას მიაღწია

FILE PHOTO: Ukrainian servicemen walk amidst rubble at a damaged area, as Russia's attack on Ukraine continues, in Kharkiv, Ukraine, May 14, 2022. REUTERS/Ricardo Moraes

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ჰანა მალიარი აცხადებს, რომ დონბასში ბრძოლებმა მაქსიმალურ ინტენსივობას მიაღწია.

მისი თქმით, რუსები უკრაინის პოზიციებზე ერთდროულად რამდენიმე რაიონში შეიჭრნენ.

„დღეის მდგომარეობით, აგრესორი ახორციელებს გაძლიერებულ დაბომბვას მთელი შეხების ხაზისა და დონეცკის ოპერატიული რეგიონის ჩვენი ძალების პოზიციებზე. მტერი იყენებს ტაქტიკურ სარაკეტო სისტემებს, ავიაციას და არტილერიას. სიტუაცია რთულია და არის ესკალაციის ნიშნები. მტერმა გამოიყენა ყველა რესურსი, რათა დაეპყრო ჩვენი ტერიტორია და ალყაში მოექცია ჩვენი ძალები. ბრძოლებმა მიაღწია მაქსიმალურ ინტენსივობას. მტერი ერთდროულად უტევს ჩვენს პოზიციებს სხვადასხვა წერტილში. ჩვენ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ. ბრძოლის რთული და ხანგრძლივი ეტაპის წინაშე ვართ“, – განაცხადა ჰანა მალიარმა.

მანამდე, დონბასის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსები  სტრატეგიული ქალაქების, სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის აღების მიზნით, თავს დაესხნენ 40-ზე მეტ დასახლებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები