რუსმა სამხედრომ ბინაში, რომელსაც ძარცვავდა, შემთხვევით, საკუთარი ფოტო დატოვა

რუსმა სამხედრომ ირპენში ბინაში, რომელსაც ძარცვავდა, შემთხვევით, საკუთარი ფოტო დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას რადას დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო სოციალურ ქსელში ავრცელებს და აღნიშნულ ინფორმაციასთან ერთად ოკუპანტის ფოტოსაც აქვეყნებს.

გონჩარენკო წერს, რომ ”რუსი ოკუპანტი ზედმეტად სულელია, რათა გაიგოს, როგორ მუშაობს პოლაროიდი”.

”იმის გამო, რომ პოლაროიდით გადაღებული ფოტოები მაშინვე არ იბეჭდება, ამ ჭკვიანს ეგონა, რომ კამერა გატეხილი იყო და საკუთარი კვალი დატოვა. დარწმუნებული ვარ, მალე იქნება შეტყობინებები, ვინ არის ეს ბიჭი, სად დადიოდა სკოლაში”, – წერს გონჩარენკო.

არსებული ინფორმაციით, ფოტო ირპენის მცხოვრებმა საკუთარ ბინაში იპოვა, რომელიც მანამდე რუსებმა გაძარცვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები