“უღირსი” – იტალიამ რუსეთის პრემიერს ქვეყნის უმაღლესი კლასის ჯილდო ჩამოართვა

იტალიის პრეზიდენტმა, სერჯო მატარელამ რუსეთის პრემიერმინისტრს, მიხაილ მიშუსტინს და მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრს, დენის მანტუროვს იტალიის ვარსკვლავის ორდენი (Ordine della Stella d`Italia) სახელმწიფო ჯილდოები ჩამოართვა.

შესაბამისი განკარგულება სახელმწიფო Gazzetta Ufficiale-ში გამოქვეყნდა.

მიშუსტინს და მანტუროვს ჯილდოები „უღირსობის“ გამო ჩამოართვეს.

გარდა ამისა, რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილეს, ვიქტორ ევტუხოვს და VTB-ს ხელმძღვანელს, ანდრეი კოსტინს შედარებით დაბალი ხარისხის “კომანდორის” ორდენები ჩამოართვეს.

იტალიის ვარსკვლავის ორდენი (Ordine della Stella d`Italia) ენიჭებათ საზღვარგარეთ მცხოვრებ, იტალიის მოქალაქეებს და უცხოელებს განსაკუთრებული დამსახურებისთვის იტალიასა და სხვა ქვეყნებს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის განვითარებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები