მამუკა მდინარაძე: ჩვენ ვიმსახურებთ, ვიყოთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები
“ევროპა არის ჩვენი ბუნებრივი ოჯახი, ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ევროპულ ოჯახს, საქართველომ ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, იმედები, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რეალობაზეა დაფუძნებული.
„დღეს არის ერთიანობის, გმირების მაგალითების, იდეალების დღე, როდესაც საქართველოს ყველა მოქალაქეს განსაკუთრებული სურვილის გამოხატვა შეუძლია, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვიმსახურებთ ვიყოთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები და იმედია, ეს ასეც მოხდება. დარწმუნებული ვარ, რომ ასე მოხდება იმიტომ, რომ ევროპა არის ჩვენი ბუნებრივი ოჯახი, ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ევროპულ ოჯახს, საქართველომ ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავის ბუნებრივ მდგომარეობას დაუბრუნდეს. ყველა კრიტერიუმით, ყველა პარამეტრით ჩვენ წინ ვართ ისეთ ქვეყნებზეც კი, რომლებიც კანდიდატის სტატუსით უკვე სარგებლობენ. აქედან გამომდინარე, ჩვენი იმედებიც რეალობასა და რაციონალიზმზე არის დაფუძნებული და იმედია, ასეც იქნება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.