მსოფლიოში შაქრის უმსხვილესმა მწარმოებელმა, ინდოეთმა ექსპორტი შეზღუდა
ინდოეთმა, მარცვლეულის შემდეგ, შაქრის ექსპორტი შეზღუდა.
ქვეყნის მთავრობამ გამოაცხადა, რომ სექტემბრამდე ექსპორტს 10 მილიონ ტონამდე შეამცირებს, რათა ამ გზით ფასების კონტროლი მოხდეს.
ამის შესახებ CNN იტყობინება.
დისტრიბუტორებს ასევე მოუწოდეს, მიიღონ „სპეციფიკური ნებართვა“ შაქრის ნებისმიერი ოდენობის ექსპორტისთვის 1-ელი ივნისიდან – 31 ოქტომბრის ჩათვლით.
აღინიშნება, რომ ინდოეთი მსოფლიოში შაქრის უმსხვილესი მწარმოებელია და მეორე უდიდესი ექსპორტიორი ბრაზილიის შემდეგ.
ქვეყნის მთავრობამ “თეთრი ოქროს” მარაგების შენარჩუნების ზომების მიღება გადაწყვიტა.