პუტინი: რუსეთი მსოფლიოში ხორბლის ნომერ პირველ ექსპორტიორად რჩება

რუსეთი მსოფლიოში ხორბლის ყველაზე დიდ ექსპორტიორად რჩება, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა.

“ჩვენ გავხდით აბსოლუტურად კონკურენტუნარიანი გლობალურ დონეზე, მსოფლიო ბაზრებზე. რუსეთი რჩება, თუ ვისაუბრებთ აგროსექტორზე, მსოფლიოში ხორბლის უმსხვილეს ექსპორტიორად, ნომერ პირველი”, – თქვა პუტინმა.

მანვე აღნიშნა, რომ სულ ცოტა ხნის წინ რუსეთმა ხორბალი შეისყიდა და ახლა ყიდის მას.

მისი თქმით, სხვა ქვეყნები, როგორიცაა აშშ ან დიდი ბრიტანეთი, უფრო მეტ ხორბალს აწარმოებენ, მაგრამ უფრო მეტსაც მოიხმარენ.

“საგარეო ბაზარზე რუსეთი ნომერ პირველი გახდა”, – აღნიშნა პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები