პუტინი: რუსეთი გლობალური ეკონომიკური ასპარეზის დატოვებას არ აპირებს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი გლობალური ეკონომიკური ასპარეზის დატოვებას არ აპირებს.

მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნებს ამ სივრციდან რუსეთის გამოდევნა უნდათ, მაგრამ ეს შეუძლებელია.

ამის შესახებ მან ევრაზიის ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას თქვა.

„ჩვენ გვესმის უზარმაზარი ტექნოლოგიური უპირატესობები, განვითარებულ ეკონომიკებში მაღალ ტექნოლოგიებში უპირატესობა – ბუნებრივია. ჩვენ არ ვაპირებთ ამისგან თავის მოწყვეტას. მათ უნდათ, იქიდან ცოტათი გამოგვდევნონ, მაგრამ თანამედროვე მსოფლიოში ეს არარეალურია, უბრალოდ – შეუძლებელი. თუ ჩვენ თვითონ არ ავაშენებთ რაიმე კედელს, ისეთ ქვეყანას, როგორიც რუსეთია, ვერავინ გამიჯნავს”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები