მედია: სტამბოლში “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერი დააკავეს

თურქეთის სპეცსამსახურებმა სტამბოლში დღეს “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერი, აბუ ალ-ჰასან ალ-ყურეიში დააკავეს.

ამის შესახებ თურქული Odatv იტყობინება.

“სტამბოლის პოლიციამ საიდუმლო საერთაშორისო ოპერაცია ჩაატარა, რომლის დროს ორგანიზაციის შესახებ უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია იქნა მოპოვებული”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

აღინიშნა, რომ ოპერაციის შედეგების დეტალებს უახლოეს დღეებში საზოგადოებას პრეზიდენტი,  რეჯეფ თაიფ ერდოღანი გააცნობს.

მედიის ცნობით, ოპერაციას სტამბოლის პოლიციის უფროსი, ზაფერ აქთაში პირადად ხელმძღვანელობდა.

აბუ ალ-ჰასან ალ-ყურეიში ​”დაეშის” ყოფილი ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ძმაა. ტერორისტული დაჯგუფების ლიდერი ის მარტში გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები