ირანის ბირთვულ კვლევებთან დაკავშირებულ სამხედრო ქარხანაში აფეთქება მოხდა, არის მსხვერპლი

ირანში, სამხედრო-სამრეწველო კომპლექს “პარჩინში” “ინდუსტრიული ავარია” მოხდა, რასაც აფეთქება მოჰყვა.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Tasnim-ი ავრცელებს.

აღნიშნულია, რომ შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ერთი დაშავდა და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

თეირანის სამხრეთით მდებარე „პარჩინი“ ირანის რაკეტების წარმოებასა და ბირთვულ კვლევებთან არის დაკავშირებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები