გაერო: ბირთვული კონფლიქტის პერსპექტივა შესაძლებელი გახდა
გაერო-ს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისის გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციის დირექტორატის ხელმძღვანელმა, რამეშ რაჯასინგჰამმა განაცხადა, რომ უკრაინაში ბირთვული კონფლიქტის პერსპექტივა შესაძლებელი გახდა.
მისი თქმით, უკრაინაში უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე რჩება საკვების, წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე.
“და ბირთვული კონფლიქტის პერსპექტივა, რომელიც ოდესღაც წარმოუდგენელი იყო, ახლა ისევ შესაძლებელი გახდა”, – თქვა რაჯასინგჰმმა.
ასევე, გაერო-ს მოხსენებაში ნათქვამია, რომ უკრაინის ომი იწვევს “აუტანელ სულიერ ტკივილს” და მას აქვს შედეგები ქვეყნის საზღვრებს მიღმაც.
„დაბომბილია საავადმყოფოები, სკოლები, საცხოვრებელი კორპუსები და თავშესაფრები. 12 მილიონი უკრაინელი იძულებული გახდა, დაეტოვებინა სახლები. ალყაში მოქცეულ ქალაქებში მშვიდობიანი მოქალაქეები რჩებიან ხაფანგში და მოწყვეტილნი არიან პირველადი აუცილებლობის საგნებისგან“, – ნათქვამია მოხსენებაში.