რუსმა ოკუპანტებმა ლისიჩანსკს ძლიერი და ხანგრძლივი საარტილერიო დარტყმა მიაყენეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა.
ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, სერგი გაიდაიმ ტელეგრამის არხზე დაწერა.
“მტერი უსტინოვკას მახლობლად ჩვენი თავდაცვას გარღვევას ცდილობდა და, ამავდროულად, არტილერიით ამ სოფელს და ახლომდებარე ქალაქ ლისიჩანსკს ანადგურებდა. შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა უსტინოვკაში, ერთი – ლისიჩანსკში. ერთ-ერთი ჭურვი ჰუმანიტარული დახმარების ცენტრს მოხვდა, დაზიანდა მოხალისეების მანქანა, რომლითაც საკვები ლუგანსკის რეგიონში დაჰქონდათ“, – წერს გაიდაი.
მისი ინფორმაციით, იერიშის შედეგად, სევეროდონეცკში დანგრეულია ასევე 11 მაღალსართულიანი კორპუსი და საწარმო “იმპულსი”; ლისიჩანსკში – რვა მაღალსართულიანი შენობა და კერძო სახლი, კულტურული ცენტრი და ცენტრალური ადმინისტრაციული ცენტრი; ოთხი სახლი პრივოლიეში, ორ-ორი ნოვოდრუჟესკსა და გორნიში.