ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი აცხადებს, რომ ოლქის ტერიტორიის 95% ამჟამად ოკუპირებულია.
მისი თქმით, დონბასში ამ დროისთვის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა.
„ლუგანსკის ოლქის ტერიტორიის 95% ოკუპირებულია. დონბასში უკიდურესად ცუდი მდგომარეობაა. ლუგანსკის ოლქი განაგრძობს ოკუპანტების შეკავებას, რომლებიც ანადგურებენ ჩვენს დასახლებებს. დაბომბვა საერთოდ არ წყდება“, – აღნიშნა სერგეი გაიდაიმ.
როგორც მან აღნიშნა, ცეცხლის ქვეშაა ლისიჩანსკი-ბახმუტის გზატკეცილი.