„უკრაინის შემდეგ თუ გუნდი იქნება, 6 წამში ვაჩვენებთ, რისი უნარი გვაქვს“ – რამზან კადიროვი პოლონეთს ემუქრება

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი პოლონეთს ემუქრება და 9 მაისს, რუსეთის ელჩისთვის წითელი საღებავის შესხმის გამო ბოდიშის მოხდას ითხოვს.

„უკრაინა უკვე დახურული საკითხია. მე მაინტერესებს პოლონეთი. უკრაინის შემდეგ თუ გუნდი იქნება, მათ 6 წამში ვაჩვენებთ, რისი უნარი გვაქვს. პოლონელებო, ბოდიში მოიხადეთ ჩვენი ელჩისთვის. თქვენ დაიწყეთ ძალიან ცუდი თამაშები ჩვენს სახელმწიფოსთან“, – აცხადებს კადიროვი.

ცნობისთვის, 9 მაისს, პოლონეთში რუსეთის ელჩს, სერგეი ანდრეევს ვარშავაში საბჭოთა ჯარისკაცების საფლავის გვირგვინით შემკობის მცდელობისას წითელი საღებავი შეასხეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები