უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ ნატო, როგორც ინსტიტუტი უკრაინაში მიმდინარე ომზე, არაფერს აკეთებს.
აღნიშნული განცხადება უკრაინის პირველმა დიპლომატმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას გააკეთა.
„ნატო, როგორც ალიანსი, როგორც ინსტიტუტი, სრულიად განზეა და ფაქტობრივად არაფერს აკეთებს“, – განაცხადა კულებამ.