„ეს არასოდეს მოხდება“ – არესტოვიჩმა აგინა იმ ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც უკრაინას რუსეთისთვის ტერიტორიების დათმობას ურჩევენ
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი ევროპის ზოგიერთი ქვეყნის მიერ რუსეთისთვის ტერიტორიების დათმობის წინადადებებს ემოციურად გამოეხმაურა.
უკრაინული მედიის ცნობით, არესტოვიჩმა აღნიშნული ქვეყნების წარმომადგენლებს აგინა და განაცხადა, რომ უკრაინული ტერიტორიების დათმობა არასოდეს მოხდება.
შეგახსენებთ, რომ დღეს სააგენტო „როიტერსმა“ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც იტალიამ, უნგრეთმა და კვიპროსმა მხარი დაუჭირეს 30-31 მაისს ევროკავშირის შეხვედრის საბოლოო განცხადების პროექტში უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების აუცილებლობის შესახებ პუნქტის ჩართვას. ინიციატივა იტალიამ მიიღო. მას მხარი დაუჭირეს მხოლოდ უნგრეთმა და კვიპროსმა, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ ევროპული სანქციების ახალ პაკეტს აკრიტიკებდნენ.
მოგეხსენებათ, უნგრეთი რუსული ნავთობის ემბარგოს ეწინააღმდეგება, კვიპროსი კი რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების მიყიდვის აკრძალვითაა შეშფოთებული.