მარია ზახაროვა: მოსკოვი ხედავს ევროკავშირის ჯიუტ მდელობებს, ჩაერიოს სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის მოლაპარაკებების პროცესში
მოსკოვი ხედავს ევროკავშირის მუდმივ მცდელობებს ჩაერიოს სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთს შორის უმაღლეს დონეზე მიღებული სამმხრივი შეთანხმებების პროცესში, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
„დიახ, ჩვენ ვხედავთ ევროკავშირის დაჟინებულ მცდელობებს, ჩაერიოს უმაღლეს დონეზე მიღებული სამმხრივი შეთანხმების პროცესში. ჩვენ ველოდებით, რომ ბრიუსელი დაეხმარება მათ რეალიზაციას, თუ მას ასე სურს და არ აწარმოებს გეოპოლიტიკურ თამაშებს, რაც ჩვენ არ გვსურს“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.
როგორც მან აღნიშნა, რუსეთის სტრატეგიული მიზანია, სამხრეთ კავკასია სტაბილურობისა და კეთილდღეობის ზონად გადააქციოს.
„ამ გზაზე ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ერევანსა და ბაქოს შორის ურთიერთობების ყოვლისმომცველი ნორმალიზაცია, რათა დამყარდეს ხანგრძლივი მშვიდობა. ამ მიმართულებით ძალისხმევის საფუძველია ლიდერების სამმხრივი შეთანხმებები, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია და რომელიც თანმიმდევრულად ხორციელდება. რუსეთი ერევანსა და ბაქოს ყველა გზაზე ეხმარება, მათ შორის სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვაში, საზღვრის დელიმიტაციაში, საზოგადოებასთან ურთიერთობის დამყარებასა და სამშვიდობო ხელშეკრულების შემუშავებაში“, – აღნიშნა ზახაროვამ.