ირაკლი კობახიძე: პარლამენტში უკვე მესამე საათია რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ ეკუთვნის
საქართველოს პარლამენტში უკვე მესამე საათია, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ საქართველოს არ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, რადიკალურმა ოპოზიციამ საკუთარი თავი თავადვე გაყიდა.
“კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რაც ვთქვი – ეს ადამიანები, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ არ ახორციელებდნენ თურმე აგიტაციას კაბინეტებსა და დერეფნებში, რასაც ჩვენ ვამბობდით, რადგან ამაზე გვაქვს ინფორმაცია. რასაც ჩვენ ვამბობდით, ახლა სამი საათის განმავლობაში, პლენარულ სხდომათა დარბაზში ის დაამტკიცეს. საქართველოს პარლამენტში უკვე მესამე საათია, ისინი ამტკიცებენ იმას, რომ საქართველოს არ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, თქვენ ძალიან კარგად ხედავთ სად არიან ისინი და სად არის ხელისუფლება, ძალიან მარტივად გაეცა ამ ყველაფერს პასუხი, თავად გაყიდეს საკუთარი თავი,” – განაცხადა კობახიძემ.