ირაკლი კობახიძე: დღემდე ვერანაირი პასუხი ვერ მივიღეთ, თუ რა დავაკელით უკრაინის მხარდაჭერას
“დღემდე ვერანაირი პასუხი ვერ მივიღეთ, თუ რა დავაკელით უკრაინის მხარდაჭერას – პოლიტიკური თუ ჰუმანიტარული კუთხითაც ჩვენი მხარდაჭერა ფართო და მასშტაბური იყო”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ჯარით დახმარება სამხედრო კონფლიქტში ჩართვას ნიშნავს.
„დღემდე ვერანაირი პასუხი ვერ მივიღეთ, თუ რა დავაკელით უკრაინის მხარდაჭერას. გარდა იმისა, რომ ომში არ ჩავერთეთ, სხვა შენიშვნა ვერ მივიღეთ ოპოზიციის მხრიდან და არც ველოდებით, იმიტომ, რომ ყველაფერი გავაკეთეთ. პოლიტიკური თუ ჰუმანიტარული კუთხითაც ჩვენი მხარდაჭერა იყო ფართო და მასშტაბური.
ჯარით დახმარება არის პირდაპირი ლუსტრაცია იმის, რაც უნდათ მათ. ჯარით დახმარება ნიშნავს, რომ საქართველო პირდაპირ ერთვება სამხედრო კონფლიქტში, საბედისწერო ომში. ასეთი რამ რომ დავუშვათ, ეს იქნება საბედისწერო ომი საქართველოსთვის, რაც უნდა რადიკალურ ოპოზიციას და იქნება ფატალური შედეგების მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის. მთელი ჩვენი ძალისხმევა იქნება მიმართული იქითკენ, რომ ეს საბედისწერო ომი საქართველოში არ დავუშვათ“, – განაცხადა კობახიძემ.