მიხეილ სარჯველაძე: ოპოზიციას არგუმენტირებული დებატების გაჩაღების პერსპექტივა არ აქვს
“მე არ მგონია, რომ მაინდამაინც დიდი პერსპექტივები აქვს ამ შემთხვევაში ოპოზიციას იმისა, რომ არგუმენტირებული დისკუსია გააჩაღოს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში დაგეგმილ დებატებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლების დაზიანება ვიწროპარტიული ინტერესია.
“მე მგონი ესეც ერთ-ერთი ის მცდელობაა, რომლის მიზანიც არის ხელისუფლების დაზიანება, რასაც განაპირობებს ვიწროპარტიული ინტერესი. აქცენტები გაკეთდება ისეთ თემებზე, რომლებიც ევროინტეგრაციისთვის მთავარი კრიტერიუმებია და უკავშირდება ადამიანის უფლებებს, ეკონომიკურ წინსვლას, სამართლის უზენაესობის პრინციპის ერთგულებას და სხვა. ამ მიმართულებით ნამდვილად ბევრი აქვს სათქმელი ხელისუფლებას”, – აღნიშნა სარჯველაძემ.