ერევანში, პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებებია

სომხეთის ოპოზიციურმა მოძრაობა „წინააღმდეგობამ“ დილიდან საპროტესტო აქცია განაახლა და, ამჯერად, ბაგრამიანის გამზირზე მდებარე, პრეზიდენტის რეზიდენციის შენობის ბლოკირება გადაწყვიტა.

როგორც მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა თქვა, „უკვე ერთი თვეა, ქვეყანაში საპროტესტო აქციებია, მაგრამ პრეზიდენტის სავარძელში მსხდომი ისე იქცევა, თითქოს, არაფერი ხდება. ის არა რესპუბლიკის პრეზიდენტია, არამედ – „სამოქალაქო ხელშეკრულების“ წარმომადგენელი. შენობაში არცერთი თანამშრომელი არ უნდა შევიდეს“.

მედიის ინფორმაციით, ადგილზე სპეცრაზმია მობილიზებული და აქციის მონაწილეებთან რამდენიმე შეტაკება მოხდა. ამის შემდეგ, უსაფრთხოების ძალებმა აქციის მონაწილეები ალყაში მოაქციეს.

რამდენიმე წუთში კი, მათმა ნაწილმა ადგილი საერთოდ დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები