Nike რუსეთის ბაზარს ტოვებს
ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ამერიკულმა მწარმოებელმა, Nike-მა Inventive Retail Group-თან ხელშეკრულება არ განაახლა.
ამის შესახებ Vedomosti IRG-ის პრეზიდენტის, ტიხონ სმიკოვის კომპანიის თანამშრომლებისთვის გაგზავნილ წერილზე დაყრდნობით წერს.
აღინიშნება, რომ “Nike-ს არ შეუძლია, უახლოეს მომავალში რუსეთში საქონლის მიწოდება უზრუნველყოს”.
IRG-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორმა „ვედომოსტს“ დაუდასტურა, რომ საქონლის მიწოდება შეჩერებულია და კომპანიის საქონელი დეფიციტშია.