აშშ-ში, ტეხასის შტატში, ქალაქ უვალდეს ერთ-ერთ დაწყებით სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად 14 მოსწავლე და ერთი მასწავლებელი დაიღუპა.
ტეხასის გუბერნატორის, გრეგ ებოტის განცხადებით, თავდამსხმელი 18 წლის ადგილობრივი მაცხოვრებელი იყო, რომელიც სამართალდამცველებთან წინააღმდეგობის გაწევისას ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაიჭრა.
ამასთან, სროლის შედეგად დაშავდა ორი ოფიცერიც, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მედიის ცნობით, სკოლიდან მოსწავლეების ევაკუაცია განხორციელდა. 13 ბავშვი საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანებითა და ავტობუსებით გადაიყვანეს.