კანადის მთავრობა უკრაინას 20 000 საარტილერიო საბრძოლო მასალას გადასცემს
კანადის მთავრობა უკრაინას 20 000 საარტილერიო საბრძოლო მასალას გადასცემს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კანადის თავდაცვის მინისტრმა, ანიტა ანანდმა განაცხადა.
საბრძოლო მასალა კანადამ შეერთებული შტატებისგან დაახლოებით 98 მილიონ კანადურ დოლარად შეისყიდა.
მათი გასროლა საარტილერიო ქვემეხებიდან, მათ შორის M777 ჰაუბიცებიდანაცაა შესაძლებელი, რომელიც ოფიციალურმა ოტავამ უკრაინას უკვე გაუგზავნა.