ზელენსკი აცხადებს, რომ სანამ რუსეთი 24 თებერვლის შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიებს არ დააბრუნებს, მოსკოვთან მოლაპარაკება შეუძლებელია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონურ გამოცემა „ენეიჩკასთან“ ინტერვიუში განმარტა, როდის არის შესაძლებელი რუსულ მხარესთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება.

ზელენსკის განცხადებით, სანამ რუსეთი 24 თებერვლის შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიებს არ დააბრუნებს, მოსკოვთან მოლაპარაკება შეუძლებელია.

„უკრაინაში შეჭრა ახლაც მიმდინარეობს და არის ტერიტორიები, რომლებიც რუსებმა 24 თებერვლიდან დაიკავეს. სანამ ეს მიწები კიევის კონტროლის ქვეშ არ დაბრუნდება, რუსულ მხარეს არ მოველაპარაკებით. 24 თებერვლის შემდეგ ოკუპანტების მიერ დაკავებული ტერიტორიების დაბრუნების შემდეგ, რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდას დავუბრუნდებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები რთული იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები