ჰენრი კისინჯერი აცხადებს, რომ უკრაინამ რუსეთს თავისი ტერიტორიები უნდა დაუთმოს
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჰენრი კისინჯერი აცხადებს, რომ უკრაინამ რუსეთს თავისი ტერიტორიები უნდა დაუთმოს, რათა მიღწეული იქნეს სამშვიდობო შეთანხმება.
დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, კისინჯერმა შეერთებულ შტატებსა და დასავლეთს მოუწოდა, არ ეცადონ უკრაინაში რუსეთის უხერხული დამარცხების მიღწევას, რადგან ამან შეიძლება გააუარესოს ევროპის გრძელვადიანი სტაბილურობა.
„მოლაპარაკებები მომდევნო ორი თვის განმავლობაში უნდა დაიწყოს, ვიდრე არ შეიქმნება რყევები და დაძაბულობა, რომელიც ადვილად არ დაიძლევა. იდეალურ შემთხვევაში, გამყოფი ხაზი ადრე არსებულ მდგომარეობისკენ დაბრუნება უნდა იყოს. ამ ნიშნულის მიღმა ომის გაგრძელებაა არაფერი ექნება საერთო უკრაინის თავისუფლებასთან, არამედ რუსეთის წინააღმდეგ ახალი ომი იქნება“, – განაცხადა ჰენრი კისინჯერმა.