უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის ფონზე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, როგორც ორბანმა აღნიშნა, საგანგებო მდგომარეობა, ახალი ინსტრუმენტი, რომელიც უნგრეთის პარლამენტმა 24 მაისს დაამტკიცა, მთავრობას მისცემს მანევრირებისა და დაუყოვნებლივ რეაგირების საშუალებას მეზობელ უკრაინაში ომის შედეგებზე.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, 25 მაისს მთავრობა საგანგებო მდგომარეობის დეტალებს გამოაცხადებს.