დმიტრო კულება: რუსი ქურდები იპარავენ უკრაინულ მარცვლეულს და ცდილობენ მის გაყიდვას საზღვარგარეთ – ნუ იყიდით მოპარულს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ რუსები იპარავენ უკრაინულ მარცვლეულს და მის გაყიდვას საზღვარგარეთ ცდილობენ.

კულება მოუწოდებს ყველა სახელმწიფოს, უარი თქვან უკრაინაში მოპარული მარცვლეულის ყიდვაზე და ნუ გახდებიან რუსული დანაშაულების თანამონაწილეები.

„რუსი ქურდები იპარავენ უკრაინულ მარცვლეულს, ტვირთავენ გემებზე, გადიან ბოსფორში და ცდილობენ მის გაყიდვას საზღვარგარეთ. მოვუწოდებ ყველა სახელმწიფოს სიფხიზლისკენ და უარი თქვან ნებისმიერ მსგავს წინადადებაზე. ნუ იყიდით მოპარულს. ნუ გახდებით რუსული დანაშაულების თანამონაწილეები. ქურდობას არავისთვის მოუტანია იღბალი“, – წერს კულება „ტვიტერზე“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები