უკრაინას დონბასისთვის გადამწყვეტი ბრძოლის ძალიან რთული თვე ელის, – ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ვადიმ დენისენკომ განაცხადა.
მისი თქმით, ომი გაჭიანურებულ ფაზაში გადადის და რუსი ოკუპანტები უფრო ჭკვიანურად იბრძოლებენ, ვიდრე ეს თავიდანვე გააკეთეს.
„მიუხედავად პირველ სამ თვეში ჩვენი ყველა, ახლა ალბათ, ამ ომის ერთ-ერთი ურთულესი ფაზა გველის. რა თქმა უნდა, აქტიური ფაზა დიდხანს ვერ გაგრძელდება, მაგრამ იგი მაინც იქნება გარკვეული პერიოდის განმავლობაში.
ამ მომენტში დამპყრობლები მთლიან ძალას უთმობენ ლუგანსკის ოლქში უკრაინული ჯარების ალყაში მოქცევასა და დონეცკის ოლქში წინსვლის მცდელობას“, – განაცხადა დენისენკომ.