ევროკომისიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთი სურსათის მარაგს იარაღად იყენებს

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ რუსეთი სურსათის მარაგს იარაღად იყენებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, როგორც ფონ დერ ლაიენმა შვეიცარიაში, დავოსში გამართულ ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, გლობალური თანამშრომლობა რუსეთის შანტაჟის საწინააღმდეგო საშუალებაა.

„რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინაში კრემლის არმია მარცვლეულის მარაგსა და ტექნიკას იტაცებს, ხოლო რუსული სამხედრო ხომალდები შავ ზღვაში ხორბლით სავსე უკრაინულ გემებს ბლოკავენ“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები