არჩილ თალაკვაძე: რეალურად, ლევან იოსელიანმა ოპოზიციის ნაწილის დამოკიდებულება გაახმოვანა

“რეალურად, ლევან იოსელიანმა ოპოზიციის ნაწილის დამოკიდებულება გაახმოვანა. ამის ქვეტექსტი გახლავთ ის, რომ ისინი არ არიან ის ოპოზიციონერები, რომლებიც საკუთარ ქვეყანას ებრძვიან და ოპონირებას უწევენ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც მან “იმედის” ეთერში საუბრისას აღნიშნა, საპარლამენტო ოპოზიციაში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ, რომ ნორმალური ოპოზიციური პოლიტიკა აწარმოონ.

„ლევან იოსელიანის ინიციატივა მიუთითებს, რომ საპარლამენტო ოპოზიციაში მართლაც არიან პოლიტიკოსები და პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ხვდებიან, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და რადიკალური დესტრუქციული ბანაკის დღის წესრიგში ყოფნა მომავალში მათი დაღუპვის ტოლფასია. ამიტომ, ისინი ცდილობენ, რომ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული და ნორმალური ოპოზიციური პოლიტიკა აწარმოონ. რეალურად, ლევან იოსელიანმა, ოპოზიციის ნაწილის დამოკიდებულება გაახმოვანა. ამის ქვეტექსტი გახლავთ ის, რომ ისინი არ არიან ის ოპოზიციონერები, რომლებიც საკუთარ ქვეყანას ებრძვიან და ოპონირებას უწევენ. ამით, ისინი ამბობენ – ჩვენ ვართ თქვენი, ხელისუფლების ოპონენტები, მაგრამ არა – ქვეყნის. ლევან იოსელიანის დღევანდელი განცხადება ჩემთვის ასე იკითხება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, ვიცესპიკერი, ლევან იოსელიანი ოპოზიციას სთავაზობს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლებს ერთობლივი წერილი გაუგზავნონ, რომლითაც დაადასტურებენ მზადყოფნას, რომ გააკეთებენ ყველაფერს, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაციისთვის და კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები