ირანში 10-სართულიანი შენობის ჩამონგრევის გამო, ქალაქის მერი დააკავეს

ირანში, ხუზესტანის პროვინციის ქალაქ აბადანში მშენებარე 10-სართულიანი შენობის ჩამონგრევის გამო, ქალაქის მერი და კიდევ 9 ადამიანია დაკავებული.

ამის შესახებ ქალაქ აბადანის პროკურორმა, სადექ ჯაფარი ჩეგენმა განაცხადა, – იტყობინება IRNA.

აბადანში 10-სართულიანი შენობა ნაწილობრივ 23 მაისს ჩამოინგრა, რომლის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა და 40-მდე დაშავდა.

პროკურორის განმარტებით, მერის გარდა, დაკავებულები არიან მუნიციპალური თანამშრომლები, ასევე, ის პირები, რომლებიც სამშენებლო პროექტს ხელმძღვანელობდნენ.

აღნიშნულია, რომ შენობის ჩამონგრევა უკავშირდება მშენებლობის დროს ნორმების დარღვევას. თავდაპირველად, ნებართვა ექვსსართულიანი შენობის შესახებ იყო გაცემული, მაგრამ შემდგომ სართულები დაემატა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები