მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი, იგორ დოდონი დააკავეს

მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი, იგორ დოდონი რამდენიმე საქმეზე, მათ შორის, სამშობლოს ღალატის მუხლით დააკავეს.

NewsMaker წერს, რომ ქვეყნის პროკურატურაში ცოტა ხნის წინ ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ანტიკორუფციული პროკურატურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ელენა კაზაკოვამ განაცხადა, რომ პროკურორებმა დღეს საქმეზე 10-ზე მეტ მისამართზე ჩხრეკა ჩაატარეს.

როგორც კაზაკოვამ თქვა, საქმეში არა მხოლოდ დოდონი, არამედ შუამავლებიც ფიგურირებენ.

მისი თქმით, ჩხრეკისას ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა დოკუმენტების განადგურება სცადა.

ასევე, ერთ-ერთ სახლში, 600 ათასზე მეტი ლეი აღმოაჩინეს, კიდევ ერთ მისამართზე ამოღებულია კონვერტი პარტიის სიმბოლოებით, რომელშიც 17 000 ევრო და 1000 დოლარი იყო.

კაზაკოვამ ასევე განაცხადა, რომ საქმეზე ორი პირია დაკავებული, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ეხებოდა თუ არა დაკავება დოდონსაც, მაგრამ მედიას გენპროკურატურის პრესმდივანმა, მარიანა კერპეკმა დაუდასტურა, რომ ერთ-ერთი დაკავებული იგორ დოდონია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები