ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემით, დღესდღეობით, მსოფლიოს 19 ქვეყანაში “მაიმუნის ყვავილის” უკვე 131 დადასტურებული და 106 სავარაუდო შემთხვევაა გამოვლენილი.
ამის შესახებ ორგანიზაციის განსაკუთრებით საშიში ინფექციებისთვის გლობალური მზადყოფნის დეპარტამენტის დირექტორმა, სილვი ბრიანმა განაცხადა, – წერს Reuters-ი.
მან აღნიშნა, რომ ორგანიზაციის წევრები გააგრძელებენ შეხვედრებს “მაიმუნის ყვავილის” გავრცელების პრევენციის კონსულტაციებისთვის.
„ჩვენ მოგიწოდებთ ყველას, გააძლიეროთ “მაიმუნების ყვავილის” მეთვალყურეობა, რომ გამოვლინდეს, როგორია გადაცემის დონე და გავიგოთ, საით მიდის ვირუსი“, – თქვა მან.
მისი თქმით, ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა გამოვლენილი შემთხვევები “აისბერგის მწვერვალი” თუ გადაცემის პიკი უკვე გავლილია.
ბრაიანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დაავადების აფეთქება “არ იყო ნორმალური”, მისი შეკავება შესაძლებელია.
“მოდით, ბუზისგან სპილოს ნუ შევქმნით”, – თქვა ბრაიანმა.
22 მაისს ჯანმო-მ 12 ქვეყანაში 92 დადასტურებული და 28 საეჭვო შემთხვევა აღრიცხა.