ჯანმო: “მაიმუნის ყვავილისგან” ჩუტყვავილას ვაქცინა იცავს
ვაქცინას, რომელიც ჩუტყვავილას ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად არის შექმნილი, შეუძლია, ადამიანი “მაიმუნის ყვავილისგან” დაიცვას, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩუტყვავილასთან ბრძოლის სამდივნოს ხელმძღვანელმა, როზამუნდ ლუისმა თქვა.
მისი თქმით, ჩატარებულმა კვლევებმა ამ ვაქცინის 85%-იანი ეფექტურობა დადასტურებულია.
ლუისის თქმით, ჩუტყვავილას ვაქცინა ქმნის “ჯვარედინ დაცვას”, ამიტომ, ადამიანები, რომლებიც ამ პრეპარატით არიან აცრილნი, “დაცულები არიან მაიმუნის ყვავილისგანაც”.
მისი თქმით, ჩუტყვავილასგან მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილია აცრილი და „ეს შესაძლოა, იყოს ერთ-ერთი მიზეზი იმის, რომ ამჟამად ,,მაიმუნის ყვავილის,, ბევრი შემთხვევა არ არის”.
ლუისმა გაიხსენა, რომ ჩუტყვავილა 1980 წელს აღმოიფხვრა, მაგრამ ვაქცინის მარაგი დარჩა. ისინი შეინარჩუნეს „სამედიცინო კონტრზომების შემუშავების მიზნით“, მათ შორის, „დიაგნოსტიკა, ვაქცინები და მკურნალობა“.
მისი თქმით, ამ მარაგების „განახლებაა საჭირო“, რათა იყოს გარკვეული, რა მდგომარეობაშია ისინი და ჯანმო ამჟამად ამ საკითხებით არის დაკავებული.
„ჩვენ გვაქვს როგორც ახალი ვაქცინები, ასევე, ისეთები, რომლებიც გამოიყენებოდა 50 წლის წინ და ჯანმო-ს ზოგიერთ წევრ ქვეყანას აქვს წვდომა ამ პროდუქტების გარკვეულ სტრატეგიულ მარაგებზე“, – თქვა მან.
თუმცა, მისი თქმით, ეს ვაქცინები ხელმისაწვდომია “ძალიან შეზღუდული” რაოდენობით.