სოზარ სუბარი – ოპოზიციაზე: ერთი სული აქვთ, საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, რომ იქნებ ხალხი გამოვიდეს ქუჩაში და ამით მაინც მიაღწიონ საწადელს

“არცერთი მაგალითი პოლიტიკური მართლმსაჯულების არ არსებობს. სასამართლო რეფორმა რა დონეზეა, ამის ნათელი მაგალითია 11-ჯერ შემცირებული სარჩელები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. სწორედ ამიტომაა, რომ მათ არ აქვთ იმედი,  რამეს დაამტკიცებენ და ამიტომ აქვთ ერთი სული,  საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, რომ ამით მიაღწიონ ხალხის მღელვარებას, ხალხი გამოვიდეს ქუჩაში და იქნებ ამით მაინც მიაღწიონ საწადელს“, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არის ახალ ეტაპზე გადასვლის დასაწყისი და ახალი ნაბიჯი იმისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრება დაჩქარდეს.

„თუ ოპოზიციას მართლა სჯერა იმის, რასაც ამბობენ, რომ ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმები შეფერხებულია და დემოკრატიული პროცესი უკუსვლას განიცდის, რომ სასამართლო რეფორმა არ მიდის საჭირო მიმართულებით, რომ ქვეყანაში არის პოლიტიკური მართლმსაჯულება, რომ არჩევნები ყალბდება და საარჩევნო რეფორმა გაჩერებულია, მაშინ თვითონ უნდა იბრძოდნენ სწორედ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მივიღოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რადგან ეს იქნება ამ რეფორმების დაჩქარების საფუძველი, თუმცა მათ ყველაზე კარგად იციან, რომ რასაც ამბობენ ყველაფერი არის ტყუილი“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები