დოდონის სახლში ჩხრეკა გრძელდება – მოლდოვის პროკურატურაში ექსპრეზიდენტის დაკავებაზე ინფორმაციას უარყოფენ

კიშინიოვში, მოლდოვის ექსპრეზიდენტ იგორ დოდონის სახლში ჩხრეკა გრძელდება.

ამასთანავე, ქვეყნის გენერალურ პროკურატურაში მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დოდონის 72 საათით დაკავების შესახებ უარყვეს.

„პროცესი გრძელდება და იმისთვის, რომ გამოძიებას ხელი არ შეეშალოს, დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით. ყოფილი პრეზიდენტის, დოდონის დაკავების ფაქტს ამ დროისთვის არ ვადასტურებთ“, – განუცხადეს გამოცემა NewsMaker-ს ქვეყნის პროკურატურაში.

მანამდე, დოდონის დაკავების შესახებ ინფორმაცია მედიაში გავრცელდა.

დილიდან, მოლდოვის ანტიკორუფციული პროკურატურა, ანტიკორუფციული ეროვნული ცენტრი და ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახური პასიური კორუფციის, უკანონო გამდიდრების, სამშობლოს ღალატისა და კრიმინალური ორგანიზაციის მიერ პოლიტიკური პარტიის დაფინანსების ფაქტზე ჩხრეკას აწარმოებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები