შალვა პაპუაშვილი: არათუ პასუხები, არამედ შედეგებიც გვაქვს, რომ საქართველო არ არის რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის გზა
“არათუ პასუხები, არამედ შედეგებიც გვაქვს, რომ საქართველო არ არის რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის გზა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს.
მისივე თქმით, ხელისუფლება შესაბამისი მიმართულებით მუშაობს.
„არათუ პასუხები, არამედ შედეგებიც გვაქვს, რომ საქართველო არ არის რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის გზა. შედეგია ის, რომ არავინ არსებობს, ვინც, ფაქტობრივად, იტყვის, რომ საქართველო გამოყენებულია, როგორც გვერდის ავლის ტერიტორია რუსეთის მხრიდან. ეს არის შედეგი. ეს შედეგი დგას იმიტომ, რომ ხელისუფლება ამ მიმართულებით მუშაობს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.