შალვა პაპუაშვილი: საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სოლიდარული იყოს უკრაინელი ხალხის მიმართ

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარული იყოს.

„გუშინ ირაკლი კობახიძემ სწორედ ეს განაცხადა, წარმოადგინონ წერილობით, რა საკითხებია უკრაინასთან მიმართებით ისეთი, რაც საქართველოს უნდა გაეკეთებინა და არ გააკეთა. ჯერჯერობით, ამასთან დაკავშირებით პასუხი ვერ მოვისმინეთ და გაურბიან ამ ყველაფერს, რადგან არაფერი აქვთ სათქმელი. საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სოლიდარული იყოს უკრაინელი ხალხის მიმართ და ამ კუთხით საქართველო აკეთებს იმ მაქსიმუმს, რაც მას შეუძლია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები