კრემლის კულუარებში პუტინის შემცვლელზე ფიქრობენ – სახელდება გვარებიც

რუსეთის ხელისუფლებაში ესმით, რომ უახლოეს პერსპექტივაში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აღარ იქნება. ხელისუფლებაში სულ უფრო ხშირად განიხილავენ თემას – “პუტინის შემდგომი რუსეთი”.

ამის შესახებ Meduza მთავრობასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის წყაროების ინფორმაციით, კრემლის კულისებში სახელმწიფოს მეთაურის მემკვიდრეების გვარებიც კი განიხილება.

„მათ შორის არიან მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი; უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე, სერგეი კირიენკო“, – წერს “მედუზა”.

ასევე, გამოცემა წერს, რომ კრემლთან დაახლოებულ ელიტაში სულ უფრო მზარდია პუტინის პოლიტიკით უკმაყოფილოთა რიცხვი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები