მოლდოვაში “საქმიან რუსეთში” ჩხრეკა მიმდინარეობს
მოლდოვაში, ასოციაცია “მოლდოვა-რუსეთის საქმიანი კავშირის” შტაბ-ბინაში, რომლის პრეზიდენტიც სამშობლოს ღალატში დადანაშაულებული იგორ დოდონია, ჩხრეკა მიმდინარეობს.
ამის შესახებ Haqqin-ის კორესპონდენტი კიშინიოვიდან იტყობინება.
ასოციაციის თანადამფუძნებელი ორგანიზაცია „ბიზნეს რუსეთია“, ხოლო ერთ-ერთი ლიდერი რუსეთის ყოფილი გენპროკურორის – იური ჩაიკას ვაჟი – იგორ ჩაიკაა.
დღეს, დილიდან მოლდოვის სპეცსამსახურები ექსპრეზიდენტ იგორ დოდონის სახლში ჩხრეკას ატარებენ.
როგორც ქვეყნის გენპროკურატურაში განაცხადეს, “ჩხრეკა მიმდინარეობს 324-ე მუხლის (პასიური კორუფცია), 181-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დანაშაულებრივი ორგანიზაციის მიერ პოლიტიკური პარტიის დაფინანსება), 337-ე მუხლით (სამშობლოს ღალატი) და 330-ე მუხლის მე-2 ნაწილით (უკანონო გამდიდრება) საფუძველზე აღძრული საქმეების ფარგლებში”.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ფარული ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მოლდოვის ყოფილი პრემიერმინისტრი, მილიარდერი ვლადიმერ პლახოტნიუკი 2019 წლის ივნისში პრეზიდენტ იგორ დოდონს აწვდის ჩანთას, რომელშიც, სავარაუდოდ, ფული იყო. იგორ დოდონი მოლდოვის პრეზიდენტის თანამდებობას 2016 წლის დეკემბრიდან – 2020 წლის დეკემბრამდე იკავებდა.