“იაპონია ამჟამად AUKUS-თან შეერთებას არ ფიქრობს” – ფუმიო კიშიდა
იაპონიის პრემიერმინისტრის, ფუმიო კიშიდას განცხადებით, AUKUS-ს რეგიონის სტაბილურობისა და მშვიდობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ტოკიო ამჟამად ამ ალიანსთან შეერთებას არ ფიქრობს.
ამის შესახებ კიშიდამ Quad-ის ქვეყნების (აშშ, იაპონია, ავსტრალია და ინდოეთი) უსაფრთხოების ოთხმხრივი სამიტის დასრულების შემდეგ, შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“AUKUS-ს დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობისთვის. ჩვენი ქვეყანა მას მხარს უჭერს. ჩვენი ქვეყანა ამჟამად არ ფიქრობს AUKUS-ში გაწევრიანებაზე. ავსტრალია, ბრიტანეთი, შეერთებული შტატები უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან. ამ ქვეყნებთან თანამშრომლობას სხვადასხვა ფორმით გავაძლიერებთ და მომავალშიც გავაგრძელებთ მის ხელშეწყობას“, – განაცხადა კიშიდამ.
აშშ-მა, ბრიტანეთმა და ავსტრალიამ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ახალი ალიანსის AUKUS-ის შექმნის შესახებ 2020 წლის სექტემბერში განაცხადეს.