ბაიდენმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ ტაივანთან დაკავშირებით აშშ-ის პოზიცია არ შეცვლილა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ტაივანთან დაკავშირებით ვაშინგტონის პოზიცია არ შეცვლილა.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Kyodo წერს.

სააგენტო წერს, რომ Quad-ში შემავალი ოთხი ქვეყნის ლიდერების (აშშ, იაპონია, ავსტრალია და ინდოეთი)ფოტოსესიის დროს, ჟურნალისტებმა აშშ-ის ლიდერს კითხვა დაუსვეს, ხომ არ შეცვლილა მისი პოზიცია ტაივანის საკითხზე.

“ჩვენი პოზიცია საერთოდ არ შეცვლილა. მე ეს ვთქვი გუშინ, როცა განცხადება გავაკეთე”, – თქვა ბაიდენმა.

ჯოზეფ ბაიდენმა ტოკიოში 23 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ, ტაივანის წინააღმდეგ ჩინეთის აგრესიის შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატები სამხედრო ინტერვენციისთვის არის მზად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები