მიხეილ სარჯველაძე: თემა, რომელსაც დებატები ეძღვნება, უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის, ვინაიდან საგარეო პოლიტიკის მთავარ მიმართულებას ეხება
როდესაც მსოფლიოში ვითარება გართულებულია, ცხადია, ჩვენი სამომავლო, ევროპული პერსპექტივები და მის თაობაზე ინფორმაციის, მოსაზრებების გაცვლა, დებატი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში ჩანიშნულ დებატებზე საუბრისას განაცხადა.
“თემა, რომელსაც ეს დებატები ეძღვნება, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის, ვინაიდან საგარეო პოლიტიკის მთავარ მიმართულებას ეხება. მით უმეტეს, ასეთ მწვავე პერიოდში, როდესაც მსოფლიოში ვითარება გართულებულია, ცხადია, ჩვენი სამომავლო, ევროპული პერსპექტივები და მის თაობაზე ინფორმაციის, მოსაზრებების გაცვლა, დებატი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ჩვენი მოლოდინია, რომ მოსახლეობა შეძლებს, რეალურად არსებული სიტუაცია გაიგოს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხზე დღეს საპარლამენტო დებატები გაიმართება. დებატები საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 93-ე მუხლის თანახმად არის მოთხოვნილი, 30 დეპუტატის ხელმოწერით. ინიციატორების განცხადებით, კითხვები შეეხება კითხვარს, ევროპასა და ნატო-ში ინტეგრაციას.