“ჩეჩნებს აშანტაჟებენ, მათი მომავალი პირდაპირ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დასრულდება ომი უკრაინაში” – აჰმედ ზაკაევი
საზღვარგარეთ მცხოვრები, თვითგამოცხადებული ჩეჩნეთის იჩკერიის რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა, აჰმედ ზაკაევმა რადიო NV-ის ეთერში ისაუბრა იმაზე, თუ როგორ აიძულებს რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლება ჩეჩნებს უკრაინაში ბრძოლას.
„გარდა იმისა, რომ არსებობს რაღაც პროპაგანდისტული გავლენა, არის ძალიან ძლიერი ზეწოლა ხალხზე. რუსეთის ციხეებში, საკონცენტრაციო ბანაკებში სასჯელს 25 000-ზე მეტი ჩეჩენი იხდის. მათ სახლში ოჯახები დარჩათ: ზოგს პატარა ბავშვები ჰყავდა, რომლებიც უკვე გაიზარდნენ, ზოგს – ძმები. დღეს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი ჩეჩნეთში აიძულებს ამ ადამიანებს მობილიზაციას იმ მუქარით, რომ ისინი არ გამოუშვებენ მათ მამებს ან ძმებს გარეთ, ან ისე გააკეთებენ, რომ ისინი უკრაინაში აღმოჩნდნენ“, – განაცხადა ზაკაევმა.
თუმცა, მისი თქმით, პროპაგანდის მიუხედავად, ჩეჩნური საზოგადოება, იწყებს იმის გააზრებას, თუ რა ხდება უკრაინაში სინამდვილეში.
„იძულებით მობილიზებულებს საზარბაზნე ხორცივით აგზავნიან უკრაინაში. ამიტომ, ჩეჩნური საზოგადოება ძალიან შეშფოთებულია იმით, რაც ხდება უკრაინაში. ზოგადად, ჩეჩნებს დღეს უკვე ესმით, რაც ხდება. მათი ბედი და ჩეჩენი ხალხის მომავალი პირდაპირ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დასრულდება ომი უკრაინაში“, – თქმა აჰმედ ზაკაევმა.
ამასთან, მისი თქმით, უკრაინის გამარჯვებად მიიჩნევა არა მხოლოდ ტერიტორიების დაბრუნება, არამედ – ყველა დამნაშავის პასუხისგებაში მიცემა.
„ეჭვი არ მეპარება, რომ უკრაინელი სამხედროები გაათავისუფლებენ ტერიტორიებს, მათ შორის, ყირიმსა და სევასტოპოლს. მაგრამ მთავარია პოლიტიკური გადაწყვეტილება: გამარჯვებად მიიჩნევა დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემაში. და ეს ნიშნავს, რომ მსოფლიომ უნდა აღიაროს – ის მხარე – რუსეთი არ უნდა არსებობდეს, რადგან ის საფრთხეს უქმნის არამარტო ჩეჩნებს, კავკასიელებს, უკრაინელებს. ეს ქვეყანა და ხალხის მასა, რომელსაც დღეს რუსეთის დიქტატორი, ვლადიმერ პუტინი ხელმძღვანელობს, წარმოადგენს საფრთხეს მთელი კაცობრიობისთვის“, – განაცხადა აჰმედ ზაკაევმა.