უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მისი მკვლელობის შემთხვევაში გეგმა B-ზე ისაუბრა.
მისი თქმით, უკრაინა არის საპარლამენტო-საპრეზიდენტო რესპუბლიკა და უკრაინის ხელისუფლებამ წარმოადგინა სხვადასხვა ვარიანტები ქვეყნის ხელმძღვანელობიდან ვინმეს შესაძლო მკვლელობის შემთხვევაში.
„მე, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე მომზადებულები და დაყოფილები ვართ. ჩვენ გვაქვს საპარლამენტო-საპრეზიდენტო რესპუბლიკა. ჩვენ გვესმოდა, რომ თუ რაიმე დანაკარგი იქნებოდა, ამ პროცესისთვის მზად უნდა ვყოფილიყავით. მინისტრთა კაბინეტი ორ ნაწილად გავყავით, ეს იყო ორი ნაწილი, რომ ასეთი შედეგებისგანაც კი ქვეყანა დაცული ყოფილიყო“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის ორჯერ ჰკითხეს, იგეგმებოდა თუ არა რაიმე იმ შემთხვევაში, თუ რუსების ერთ-ერთი მცდელობა მისი მკვლელობით დასრულდებოდა, რაზეც მან იხუმრა და ფილმი „ზაზუნას დღე“ გაიხსენა.
„იმდენი ძალისხმევა დახარჯა ხალხმა, თავისი ენერგია და ფული… მე მზად ვარ დავეხმარო… მაგრამ დილით ისევ ვიღვიძებ და ვიღვიძებ. ამიტომ ამას ფილოსოფიურად ვუდგები. ასეთი საფრთხე ყოველდღიურად არსებობს, მაგრამ სანამ ცოცხალი ვარ და ეს არ არის ჰოლოგრამა, მე ნამდვილად გელაპარაკებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.