უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის პირობა დაასახელა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მზად არის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ომის დასრულებას განიხილავენ, რომელიც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, პუტინის გარეშე ომის დასრულების გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება.

„სახელმწიფოში გადაწყვეტილების მიღების ისეთი სტრუქტურა აქვთ, რომ მის გარეშე [პუტინის] გადაწყვეტილებები არ მიიღება. მათი ყველა უწყება გაერთიანებულია ერთი გადაწყვეტილებით – რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით. თუ ჩვენ ვსაუბრობთ ომის დასრულების კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე, მაშინ მის გარეშე ეს გადაწყვეტილება არ იქნება, არ იქნება რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის გარეშე.

ამიტომ, მე არ ვიღებ არავისთან შეხვედრას რუსეთიდან, გარდა რუსეთის პრეზიდენტისა. და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაგიდაზე მხოლოდ ერთი საკითხი – ომის დასრულება იქნება. სხვა სალაპარაკო არაფერია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები