ხარკოვის ოლქში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 24 დასახლება გაათავისუფლეს

ხარკოვის ოლქში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკვე გაათავისუფლეს 24 დასახლება.

უკრაინული მედია იტყობინება, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც ზალუჟნი აღნიშნავს, სოფელ კუტუზოვკაში, რომელიც მაისის დასაწყისში იყო ოკუპირებული, დაახლოებით 170 ადგილობრივი მცხოვრები ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა საბავშვო ბაღის სარდაფში. მათ შორის 40 ბავშვი – 3 თვიდან 12 წლამდე.

19 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 5 მაისიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა რუსეთის ოკუპაციისგან ხარკოვის ოლქის 23 დასახლება გაათავისუფლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები