Reuters: ლიეტუვა, სლოვაკეთი, ლატვია და ესტონეთი უკრაინის აღსადგენად ევროკავშირის მიერ გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევას მოითხოვენ

ლიეტუვა, სლოვაკეთი, ლატვია და ესტონეთი უკრაინის აღდგენის დასაფინანსებლად ევროკავშირის მიერ გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევას მოითხოვენ.

ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ევროკავშირის ოთხი წევრი სახელმწიფოს შესაბამის წერილზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 3 მაისს, უკრაინამ რუსეთის ომის გამო, ქვეყნის აღსადგენად საჭირო თანხა დაახლოებით 600 მილიარდ დოლარად შეაფასა, მაგრამ იმის გამო, რომ ომი ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თანხა სავარაუდოდ, მკვეთრად გაიზარდა.

„უკრაინის აღდგენის ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის რუსული სამხედრო აგრესიის მსხვერპლთა კომპენსაცია, რუსეთმა უნდა დაფაროს“, – აღნიშნულია წერილში, რომელიც 24 მაისს ევროკავშირის ფინანსთა მინისტრებს წარედგინება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები