ზელენსკი: სოფელ დესნას დაბომბვას 87 ადამიანი შეეწირა

რუსი ოკუპანტების მიერ 17 მაისს ჩერნიგოვის რაიონის სოფელ დესნაზე მიყენებულ სარაკეტო იერიშს 87 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დროს განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას ზელენსკის არაერთი შეკითხვა დაუსვეს.

უკრაინის პრეზიდენტმა დესნა გაიხსენა, როდესაც მას ჰკითხეს, როგორ ხედავს უკრაინას მომავალში.

“დღეს დავასრულეთ სამუშაოები დესნაში. სამწუხაროდ, იქ ასეთი სტატისტიკაა: 87 მსხვერპლია. 87 გვამია, მსხვერპლი, დაღუპული – უკრაინის მომავალი უკვე ამ ადამიანების გარეშე იქნება”, – თქვა მან.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ როგორც ომის დროს მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი, ფიქრობს უკრაინის აწმყოსა და იმაზე, თუ რამდენი ადამიანი იღუპება ყოველდღიურად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები